თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "თერგში“გაჩენილი ძლიერი ხანძრის შემდეგ მომხდარზე პირველად საუბრობს სავაჭრო ობიექტის მესაკუთრე.
შენობა, რომელიც გასულ ღამეს ხანძარმა გაანადგურა, თბილისის მერიის მაღალჩინოსნის ოჯახს ეკუთვნის. კომპანიას მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი ბაგრატიონის მამა ხელმძღვანელობს.
დღეს ბაგრატიონმა "კურიერთან“ ინტერვიუში მომხდარის მიზეზებზე ისაუბრა. გიორგი ბაგრატიონი ამბობს, რომ ცეცხლი ორივე სართულზე ერთდროულად გაჩნდა. მისივე ინფორმაციით, გამოძიებას სავაჭრო ცენტრის მფლობელი ამ დრომდე არ დაუკითხავს.
"ჩემი ოჯახის წევრები და მამაჩემი 20 წელზე მეტია ფლობს ბიზნესს და არის კომპანიის ხელმძღვანელი. მოხდა ეს ცუდი ფაქტი და კომპანია ეცდება, რომ როგორც დღეს უკვე მოქმედებენ და გამოუყვეს მოვაჭრეებს ადგილები სხვადასხვა მოვაჭრეებს, რომ დროებით მათ ჰქონდეთ ადგილები, სადაც იმუშავებენ, ვიდრე ეს კომპანია განახორციელებს იმ სამუშაოებს, რომ დაუბრუნდეს პირველად სახეს. დამოკიდებულები არიან საგამოძიებო სამსახურებზე, ექსპერტ კრიმინალისტებზე, როდის მისცემენ უფლებას, იმ სამუშაოების დაწყების, რომ პირველად სახეს დაუბრუნდეს. საგამოძიებო სამსახურები ფლობენ იმ ინფორმაციას, თუ რა მოხდა იმ მომენტში, აქედან გამომდინარე თავს შევიკავებ კომენტარისგან დაველოდები შესაბამის სტრუქტურებს, რომ გავიგოთ რა იყო კონკრეტული მიზეზი და გავიგოთ იმ ადამიანებისგანაც, რომლებიც მორიგეობდნენ იმ ობიექტზე გუშინ ღამე,“-აცხადებს გიორგი ბაგრატიონი.