რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი - სავაჭრო ცენტრ „თერგში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თანამშრომლები დაიკითხნენ. პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ბაზრობის ტექნიკური თანამშრომლები. მათ ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრში ელექტროსისტემა გამართული იყო.
„ყველა რთავს ელექტროენერგიას, საღამოს რომ მიდის. საქმე რომ არ გმოიძიო, ყველაზე ადვილი გამოსავალია, ელექტროობას დააბრალო,“- განაცხადა სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
თბილისში ძლიერმა ხანძარმა კიდევ ერთი ბაზრობა გაანადგურა. ცეცხლი გვიან ღამით თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა.