18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"რაც დღეს აჭარაში ხდება,ასეთი აღვირახსნილობა ასლან აბაშიძის დროსაც კი არ იყო"-არმაზ ახვლედიანი ბათუმში უკანონო მშენებლობებეს აპროტესტებს

რაც დღეს აჭარაში ხდება ასეთი აღვირახსნილობა ასლან აბაშიძის დროსაც კი არ იყო-ამის შესახებ განცხადება არმაზ ახვლედიანმა გააკეთა. ის ბათუმის სანაპიროზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. არმაზ ახვლედიანი  პრემიერ -მინისტრს და პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდნენ აჭარაში, კერძოდ ბათუმში მიმდინარე მშენებლობებით და დაინტერესდნენ მერიის და აჭარის მთავრობის საქმიანობით. მისი თქმით, გაურკვეველი მშენებლობა მიმდინარეობს, რომელზეც ნებართვა გაცემულიც კი არ არის, ეს ინფორმაცია კი მან ბათუმის მერიის თანამშრომლებისგან მოიპოვა. არმაზ ახვლედიანის განცხადებით აჭარის ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებშია ჩართული. ბათუმის მერიის პრეს-სამსახურს ინფორმაცია არ გააჩნია, თუ რა მშენებლობა მიმდინარეობს „ჰილტონის“ გვერდით. იგი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არანაირი ნებართვა გაცემული არ არის. არმაზ ახვლედიანის ბრალდებებს აჭარის მთავრობაში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ სამუშაოები ტერიტორიაზე მართლაც მიმდინარეობს, ოღონდ გეოლოგიური შესწავლის მიზნით და აქ მალე აშენდება ერთ-ერთი ბრენდული სასტუმრო.

დღის ამბები