ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მაცხოვრებლები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
სამი სოფლის, წანაშის, ლესემას და ხელედის მოსახლეობა "ხელედულა 3-ი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, ხელედულა და დევაშის დამაკავშირებელ ხეობაში 4 კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს და სამუშაოებს შპს"ხელედულა ენერჯი" განახორციელებს.
მოსახლეობის თქმით, მათთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობას აპირებდნენ. მათივე განმარტებით ჰესის აშენების შემთხვევაში ორასზე მეტი მაცხოვრებლის ეზოს დატბორვა ემუქრება, ხეობა მოსახლეობისგან დაიცლება, რადგან ტერიტორია ისედაც მეწყერსაშიში ზონაა.
"გაქრება გრუნტის წყლები, რომელიც ასრულებს სანიტარულ ფუნქციას. დაიტბორება... ჩამონაშალი ქანებიდან, რომელსაც გამოუშვებს მდინარის კალაპოტში მოხდება ტერიტორიის დატბორვა,“-აცხადებს ადგილობრივი მოსახლე.
ლენტეხის მერის განცხადებით, კომპანიის გენერალური დირექტორი 12 მარტს მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს, სადაც ისაუბრებს ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის ჰესის მშენებლობის მნიშვნელობაზე და იმ უერყოფით შედეგებზე, რომელიც შესაძლოა ჰესის მშენებლობას მოჰყვეს.