18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
კიდევ ერთი დამწვარი სავაჭრო ობიექტი თბილისში - ხანძარმა "თერგის" 230 მაღაზია და საწყობი გაანადგურა

კიდევ ერთი დამწვარი სავაჭრო ობიექტი თბილისში - 6-საათიანმა ხანძარმა სავაჭრო ცენტრ „თერგის“ 230 მაღაზია და საწყობი გაანადგურა. დახურულ ზონაში შესვლა „კურიერმა“ მოახერხა და გადამწვარი მაღაზიები გადაიღო - ყველაფერი განადგურებულია.  

ირკვევა, რომ მთავარი საეჭვო გარემოება, რომლის ახსნაც სავაჭრო ცენტრის მფლობელებს უჭირთ, ხანძრის ორი კერაა. არსებობს სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ დღეს გამთენიისას, სამსართულიანი შენობის სარდაფსა და მესამე სართულებზე ცეცხლი ერთდროულად გაჩნდა და მალევე მთელ შენობა მოედო.

რკინის ჟალუზებით დაკეტილ მაღაზიებს ღამით უსაფრთხოების სამსახური იცავდა, ამიტომ მოვაჭრეების დიდი ნაწილი, ნაღდი ფულის დატოვებას სალაროში არ ერიდებოდა, რამდენიმემ 26 თებერვლის საღამოსაც მთელი ნავაჭრი ობიექტზე დატოვა. რამდენიმე საათში კი აღმოჩინა, რომ აღარ აქვთ არაფერი, რასაც წლებს განმავლობაში აგროვებდნენ.  

დამწვარ სავაჭრო ცენტრში ინდივიდუალური მაღაზიების გარდა, ღია დახლებიც იყო, რომელსაც მოვაჭრეების მტკიცებით, სადაზღვევო კომპანიები არ აზღვევდნენ, ამიტომ ახლა არ იციან, ვინ აუნაზღაურებთ ზარალს.

მოვაჭრეები კონკრეტულ გეგმას ითხოვენ, ბაზრის ადმინისტრაცია დედაქალაქის მთავრობასთან ერთად როგორ და რა ფორმით აპირებს დაზარალებულების დახმარებას.

სავაჭრო ცენტრი თევდორე მღვდლის ქუჩაზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის ოჯახი საკუთრებაა. ბაგრატიონები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, „თერგი“ განზრახ დაწვეს, რათა შემდეგ ამავე ტერიტორიაზე ახალი უფრო მასშტაბური სავაჭრო ცენტრი აეშენებინათ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები