18 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"მეცოდება მე არჩილის ოჯახი, რამდენი პასუხგაუცემელი კითხვები დარჩებათ მათ"-გიგა ოთხოზორიას დედა

მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა მისი შვილის და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრობს. ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, რომ თავის დროზე მისი შვილის მკვლელი, რომ დასჯილიყო, ტატუნაშვილის მკვლელობა ასე თავხედურად აღარ მოხდებოდა.

„თავის დროზე ჩემი შვილის მკვლელობის დროს გამოძიებას, რომ ეთქვა გარკვევით, დაესახელებინა და ყოფილიყო იმით დაინტერესებული თუ რის გამო მოხდა ჩემი შვილის მკვლელობა და დამდგარიყო ყველა თავის სიმაღლეზე მაშინ ალბათ ეს არ იქნებოდა,"-აცხადებს ჯულიეტა ჭანტურია. 

ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს მისი შვილისა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და მიაწვდინოს ხმა მსოფლიოს.

„მეცოდება მე არჩილის ოჯახი, რამდენი პასუხგაუცემელი კითხვები დარჩებათ მათ. მე მინდა, რომ ხელისუფლებამ ახლა მაინც არ გაუშვას ხელიდან ეს შანსი და გამოიყენონ ჩემი შვილის და არჩილის სიკვდილი იმისთვის, რომ სახელმწიფოებს დაუმტკიცონ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და საქართველოს ჰყავს ხელისუფალი, რომელიც იცავს თავის მოქალაქეს. რაც ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ არის დამდგარი,“-განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

მისი თქმით გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე საიამ მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა, თუმცა დახმარების ხელი ხელისუფლებას არც ამ პროცესში გამოუწოდებია.

„დამნაშავე, რომ იყო რუსეთი ამას მაშინ ხაზი არ გაესვა. არ ვიცი ვის ველოლიავებით და რატომ ველოლიავებით. ღმერთმა ქნას ჩემი შვილი და არჩილი იყოს ბოლო მსხვერპლი ოკუპაციური რეჟიმის, თუმცა თუ ხელისუფლება არ გაითავისებს, რომ დადგეს თავის სიმაღლეზე და აკეთოს ყველამ ის საქმე რაც ევალება, ღმერთმა ნუ ქნას და ჩვენი შვილები იყვნენ ბოლო,“-განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები