დამწვარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შესვლას მოვაჭრეები ამ დრომდე ელოდებიან.
შენობაში, სადაც მათი პროდუქციაა შენახული, ცენტრის თანამშრომლებს ისევ არ უშვებენ, რასაც დილიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ხანძრით დაზარალებულებთან, კომპანიის იურისტი ცოტა ხნის წინ მივიდა და მათ კონკრეტული გეგმაც წარუდგინა. გიგა კვერენჩხილაძე ამბობს, რომ შენობაში შესვლას პოლიციის და სახანძროს თანხმობის გარეშე ვერ შეძლებენ. კვერენჩხილაძის თქმით, დაზარალებულებმა ადმინისტრაციას უნდა მიაწოდონ სია, რის შემდეგაც დაითვლება ზარალი.
„პოლიციის და სახანძროს გადასაწყვეტია, თუ როდის მისცემენ უფლებას, რომ ეს ხალხი დაუშვან ბაზრობის ტერიტორიაზე.
ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც არ ყოფილან ჯერჯერობით ტერიტორიაზე, ვინაიდან პოლიცია და სახანძრო ჯერჯერობით აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს. ჯერ არ ვიცით, ვისი გადარჩა და ვისი არა.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ ხალხთან, ასევე სავაჭრო ადგილების გამოთავისუფლება,“-ამბობს ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძე.