18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ექსპერტ-კრიმინალისტები არ გვაძლევენ ხალხის შეშვების უფლებას - ბაზრის დირექტორის მოადგილე

სავაჭრო ცენტრ „თერგში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე შეხვდა.

ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციის მთავარი ამოცანაა, მოვაჭრეებმა შეძლონ იმ პროდუქტის უვნებლად გამოტანა, რომელიც ხანძარს გადაურჩა. იაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოვაჭრეების შეშვების უფლებას ექსპერტ-კრიმინალისტები არ აძლევენ.
 
"იქ არის გადარჩენილი გარკვეული ოდენობა, გარკვეული ტერიტორია, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, ექსპერტ-კრიმინალისტები არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ მოვაჭრეები შევუშვათ.
თავისთავად ცხადია, ბევრი გარკვეული ნაწილი არის გადარჩენილი და მზად ვართ შევუშვათ მოვაჭრეები, რომ გამოიტანონ პროდუქცია. შეიძლება მალფუჭებადი პროდუქციაც არის, მაცივრები გამორთულია და უნდა მივცეთ საშუალება იმის გამოტანის“-ამბობს ბაზრობის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე იაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები