18 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
გიგი უგულავა ძეძილეთის მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, რომლებიც სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობენ 

ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთის მოსახლეობა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას და სოციალური სტატუსის მოხსნას აპროტესტებს. ადგილობრივი პოლიკლინიკის ექთანი ლელა ბენიძე ამბობს, რომ 25 წლიანი მუშაობის და გამოცდილების მიუხედავად, ოპოზიციის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის ადგილზე კი ძეძილეთის გამგებლის მეუღლე დანიშნეს. ბენიძის მხარდასაჭერად, სოფელმა ხელმოწერებიც შეაგროვა, თუმცა უშედეგოდ. პოლიტიკური ნიშნით მოეხსნა სოციალური სტატუსი ძეძილეთში მატარაძეების ოჯახსაც. მათ დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა შეხვდა.

„ხონის რაიონის სოფელი ძეძილეთი  და მთლიანად ძეძილეთის თემი ერთ-ერთი ოპოზიციურად განწყობილი თემია და პირდაპირ ეგზეკუციას ატარებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებასთან ერთად. აი ამას რომ გააკეთებ ასე უტიფრად პოლიტიკური ნიშნით ნიშნავს, რომ არაფერი არ გაინტერესებს,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები