18 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ჩხუბი ბორჯომის საკრებულოში - ნაცემია "ლეიბორისტული პარტიის" წევრი

ხელჩართული ჩხუბი ბორჯომის საკრებულოში - ნაცემია "ლეიბორისტული პარტიის" წევრი. დაპირისპირება საკრებულოს სხდომის შემდეგ დაიწყო და ჩხუბში გადაიზარდა. ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს ისევ ვერ დამტკიცდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღეს სხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ, თუმცა საკითხი ოპოზიციამ ჩააგდო, რომელიც ამტკიცებს, რომ მერია ხელფასებს იზრდის, რაც მათ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გიუაშვილი ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

დღის ამბები