უბედური შემთხვევას თბილისში 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორბელიანის მოედანზე, სახელმწიფო ელექტრო სისტემის შენობიდან შუშა ჩამოვარდა , რომელიც გამვლელებს დაეცა. ყველა დაზარალებული სკოლის მოსწავლეა.
„ბავშვს დაეცა შუშა.. რაც შევძელი გავაკეთე. ტანსაცმელი შემოვახვიე. ბიჭს სჭირდებოდა დახმარება და დავეხმარე მე. გადახსნილი ჰქონდა თავი,“-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
თვითმხილველები ამბობენ იმასაც, რომ ბავშვები მასწავლებელთან ერთად ადგილზე სამარშუტო ტაქსით მივიდნენ, ტრანსპორტიდან ჩამოსვლისთანავე ჩამოიშალა შუშა, რომელიც მათ დაეცათ.