18 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
"ჩვენი მხრიდან უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული"- ჯიშკარიანი ორბელიანის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება

ორბელიანის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაუწყო.

ელექტრო სისტემის შენობიდან გადმოვარდნილი შუშა 6 მოზარდს დაეცა, აქედან ერთი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. დანარჩენი დაზარალებულები კლინიკაში არიან მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი. საკრებულოს დეპუტატის უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ყველა იმ პირის მიმართ ვინც შენობის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

„ეს არის ელექტრო სისტემის შენობა. როგორც კი დადგინდება კონკრეტულად ვისი ბრალეულობაა, აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან უმკაცრესი ზომები მიღებული და მოხდება მასზე რეაგირება. რაც შეეხება ფაქტს მოხდა ძალიან  სამწუხარო ფაქტი,“-განაცხადა ჯიშკარიანმა. 

დღის ამბები