18 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ექიმი 

თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოზარდები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილნი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. სავარაუდოდ, მათ გამოკვლევების შემდეგ სახლში გაწერენ.

„ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, შემოიფარგლება ზედაპირული ტრავმებით. თავის ტვინის შერყევის ნიშნებია. თავსდებიან კლინიკაში, შემდგომი დაკვირვების მიზნით. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის,“ - განაცხადა ექიმმა.

სულ შემთხვევის შედეგად სულ 6 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ორბელიანის მოედანზე, სახელმწიფო ელექტრო სისტემის შენობიდან შუშა ჩამოვარდა, რომელიც გამვლელებს დაეცა. ყველა დაზარალებული სკოლის მოსწავლეა.

დღის ამბები