18 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
კახა კალაძის ინფორმაციით, შენობას საიდანაც შუშა ჩამოვარდა რეაბილიტაცია 2008 წელს ჩაუტარდა

ორბელიანის მოედანზე მდებარე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებული მოზარდები თბილისის მერმა მოინახულა. კახა კალაძემ დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მკურნალი ექიმებისგან მიიღო.

თბილისს მერმა გარდაცვლილი მოზარდის მშობლებსაც შეხვდა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

რაც შეეხება შემთხვევას, კახა კალაძის გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ ეტაპისთვის მერის თქმით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ შენობას რეაბილიტაცია 2008 წელს ჩაუტარა.

ორბელიანის მოედანზე ელექტრო სადენების შენობიდან შუშა ჩამოვარდა. ის 6 მოზარდს დაეცა. ერთ-ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ტავის არეში ჰქონდა მიღებული. 

დღის ამბები