18 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
პრეზიდენტი ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი მოზარდის მშობლებს სამძიმარს უცხადებს 

საქართველოს პრეზიდენტი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს და დაღუპული მოზარდის მშობლებს უსამძიმრებს.

"უაღრესად დამწუხრებული ვარ, ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევისას 14 წლის მოზარდის ასლან მამედოვის დაღუპვის გამო.

ამ მძიმე წუთებში ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და მეგობრებს,"-ნათქვმია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ორბელიანის მოედანზე ელექტრო სადენების შენობიდან შუშა ჩამოვარდა და 6 მოზარდს დაეცა.

ერთ-ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიღებული. 

ექიმების ინფორმაციით, სტაბილურია დანარჩენი დაშავებული მოზარდების მდგომარეობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები