წითელი ცირკულარით ძებნილი კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი დაკავებულია. ზურაბ ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ აიყვანეს, როდესაც საქართველოს საზღვრის ოფიციალურად გადმოკვეთას ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს ადგილზე ცეცხლსასროლი მასალისა და იარაღის უკანონო მიტანას ედავება.
წითელი ცირკულარით ძებნილ ბაქრაძეს თბილისი საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები ელოდებოდნენ. თუმცა ყოფილ ძალოვანს ტერიტორია სათადარიგო კარით დაატოვებინეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისე გადაიყვანეს, რომ ახლობლებმა მასთან გასაუბრება ვერ შეძლეს.
ზურაბ ბაქრაძე გამოძიებისთვის კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა რაც ერთ-ერთ მედია საშუალებაში ბუტა რობაქიძის საქმეში თავის დანაშაულზე ალაპარაკდა და საქმის მონაწილე სხვა პირები დაადანაშაულა.
კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა მოყვა, რომ იარაღი იმ დროინდელი საპატრულო პოლიციის უფროსმა შემთხვევის ადგილზე, რობაქიძის დაჭრის შემდეგ საათსა და 30 წუთში მიიტანა. ინტერვიუს ჩანაწერი ბრალდებამ მტკიცებულების სახით გამოძიების მასალებს დაურთო.
ზურაბ ბაქრაძის განცხადებებზე კითხვის ნიშნები აქვთ საქმის სხვა ბრალდებულებს. ისინი არ გამორიცხავენ რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდეს.
ითანამშრომლებს თუ არა ბაქრაძე გამოძიებასთან უცნობია.