18 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში - ოპოზიცია მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ბორჯომში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე "ევროპული საქართველო“ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. გიგა ბოკერიას განცხადებით, ის რაც დღეს ბორჯომის საკრებულოში მოხდა არის ძალადობა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დაინტერესდა, სად იყო პოლიცია მაშინ, როდესაც საკრებულოს შენობაში ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

"ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. არჩევნები წააგეს  საკრებულოში და ამას პასუხობენ უბრალოდ ძალადობით. დაუფარავი ძალადობით, უტიფარი ძალადობით, თან რა საკითხზე?!-მაღალი თანამდებობის პირებისთვის  ხელფასების მატებაზე , რომ არ თანხმდება საკრებულო, რომელმაც დემოკრატიულად მოუგო მათ არჩევნები. სად იყო პოლიცია ამ დროს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ საკრებულოს წევრებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც იქ ჩავიდნენ, რას აკეთებდა პოლიცია? ეს არის სამარცხვინო და ეს არის ძალიან დიდი ზიანის მიმყენებელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბორჯომის საკრებულოში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატებმა  ბორჯომის მერიის  საშტატო ნუსხა და თანამშრომლებისთვის ხელფასების საკითხი ჩააგდეს. „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფი მერიის 80-მდე მოხელემ ჯერ საკრებულოს პიკეტირება მოახდინა.

მათი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი პატრიოტთა ალიანსის წევრი, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე საკუთრ კაბინეტში დაბლოკა.

მერიის თანამშრომლები უკვე სამი თვეა ხელფასს ვერ იღებენ. პრობლემა კი საშტატო განრიგი და საბიუჯეტო ხარჯებია რაზეც უმრავლესობაში მყოფი ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ვერ თანხმდებიან. საუბარია მერისა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებისთვის ხელფასის მომატებაზე, რასაც საკრებულო არ თანხმდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები