ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მედიკოსების თქმით, მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ბიჭს აქვს თავზე სკალპირებული ჭრილობა, საკმაოდ დიდი ზომის, ღრმა ჭრილობა, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება. ასევე ამ შემთხვევიდან მოყვანილია ორი გოგონა, რომლებსაც აღენიშნებათ მრავლობითი ჭრილობები სახეზე. ჩაუტარდათ ტავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. აქაც ძვლოვანი დაზიანება ქალაში და სისხლჩაქცევა, რომელსა დიდი მასშტაბის ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირვებია და იმყოფებიან სტაციონალურ მკურნალობაზე,“-განაცხადა ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ წივწივაძემ.
ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობის მესამე სართულიდან ჩამოვარდნილ მინის ვიტრაჟს 14 წლის მოზარდი გუშინ ემსხვერპლა. უცნობია ექსპერტების დასკვნა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გახდა ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის მიზეზი, რომელმაც მოზარდი იმსხვერპლა.