18 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
უბედური შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე - სამართალდამცველებმა მოზარდები და პედაგოგი დაკითხეს 

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

გვიან ღამემდე პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად იმ მოზარდებს კითხავდნენ, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩაზე შემთხვევის დროს გადაადგილდებოდნენ.

გამომძიებლების კითხვებს მე-7 კლასის დამრიგებელიც პასუხობდა.

მასწავლებელი უბედური შემთხვევის დროს 16 მოსწავლესთან ერთად იმყოფებოდა.

ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობის მესამე სართულიდან ჩამოვარდნილ მინის ვიტრაჟს14 წლის მოზარდი გუშინ ემსხვერპლა. უცნობია ექსპერტების დასკვნა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გახდა ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის მიზეზი, რომელმაც მოზარდი იმსხვერპლა.

დღის ამბები