18 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"მინდა ვენდო სასამართლოს" - 40 არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის ერთიანდება


"მინდა ვენდო სასამართლოს"- ამ სახელწოდებით 40 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება და სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით მუშაობას იწყებს.

არასამთავრობოთა პირველი ნაბიჯი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება იქნება, რომელსაც მათი თქმით, მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მოსამართლეების პოლიტიკური ნიშნით გამწესება და მათ მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებია.

,,ძალიან პრობლემატურია, ზოგიერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა და ვფიქრობთ, რომ დანიშვნის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩავატარებთ ძალიან ბევრ ღონისძიებას იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რა ხდება სასამართლო სისტემაში.

ჩვენ ასევე გვინდა ,რომ შეიცვალოს კანონმდებლობა“-აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

დღის ამბები