18 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
დღეიდან სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან 

დღეიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. მერია ამ რეგულაციით თბილისში საცობების პრობლემის მოწესრიგებას გეგმავს. 

,,მათ ევალებათ, რომ მხოლოდ შერჩეულ ამ 14 ქუჩაზე გააჩერონ გაჩერებაზე. არ დამორჩილების შემთხვევაში მოხდება მათი დაჯარიმება“-აცხადებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.

ამავე მიზნით კიდევ ერთი ინიციატივაც ამოქმედდება. დღეიდან დასუფთავების მანქანები ქალაქში მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ. 

,,მოსახლეობას ვთხოვთ, სპეციალურ კონტეინერში ღამის 20:00 საათიდან ჩაყარონ ნარჩენი და ჩვენ მას ღამის ათი საათიდან გავიტანთ,“- ამბობს შპს ”თბილსერვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი ლევან ჯღარკავა. 

ახალი რეგულაციის მიხედვით, ძალაში შედის მასობრივი თავშეყრის ობიექტებისთვის სავალდებულო დაზღვევაც.

დღის ამბები