57 წლის ასაკში, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოში საილუზიო ხელოვნების დამაარსებელის "ფეისბუქსი" გვერდზე ვრცელდება.
"მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 57 წლის ასაკში, საქართველოში საილუზიო ხელოვნების დამაარსებელი, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ილუზიონისტი ინსულტის შედეგად დაიღუპა.