„ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებისკენ მოუწოდებს. პარტიის ლიდერების განმარტებით, ეს იქნება ე.წ. მაგნიცკის ანალოგი, სადაც შევლენ ის პირები ოკუპირებული რეჟიმიდან,რომლებიც ეთნიკური ქართველების მიმართ ჩაიდენენ დანაშაულს.
„ევროპული საქართველო“ გამოვიდა ინიციატივით გაკეთდეს სპეციალური სია. სანქციების სია , რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. და მიღებული იქნას სპეციალური ზომები იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი სეპარატისტული ხელისუფლების თუ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი თითოეული ასეთი ადამიანი ვინც მოახდენს საქართველოს მოქალაქეების , ქართველების მკვლელობას, ან მათ წამებას, ან მათ შეურაცხყოფას და სხვაგვარ დასჯას, თითოეულმა ასეთმა ადამიანმა იცოდეს რომ მათ წინააღმდეგ მიღებული იქნება უმკაცრესი ნაბიჯები და ეს ნაბიჯები მათ შეეხება ყველგან სადაც კი ფეხს გადადგამენ. თითოეულმა მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ მათ წინააღმდეგ მიწა დაიწვება და ფეხს ვერ გადადგამენ ოკუპირებული ტერიტორიიდან სასჯელის გარეშე,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარტიის წევრის სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ თავდაპირველად უნდა მოხდეს იდენტიფიცირება იმ პირების ვინც ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ დანაშაული. მათ წინააღმდეგ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება. უნდა მოხდეს ამ პირების ქონების დაყადაღება.
კაპანაძის თქმით, პროგრამა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის შეღავათებს აწესებს არ უნდა გავრცელდეს ამ სიაში შესულ პირებზე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მოუწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრს მივიდეს პარლამენტში და აწარმოოს საქმიანი დიალოგი პარტიასთან აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.