თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვს და ამ მიზნით შემუშავებულ სპეციალურ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები და ბიბლიოთეკების თანამშრომელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ რეალურად იგეგმება ბიბლიოთეკების დახურვა, მასობრივი შემცირებები და გამოთავისუფლებული ფართების კომერციული მიზნებისთვის გამოყენება.
„ბიბლიოთეკები არის ის სფერო, რომელსაც სჭირდება ძირეული რეფორმა. რომელსაც სჭირდება გაუმჯობესება და რომელსაც სჭირდება ძალიან სწორი ხედვა. და არა პირიქით, შემცირება, გაუაზრებელი ნაბიჯები და მოფიქრებამდელი ქმედება. ეს დაღუპავს ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ბიბლიოთეკებს,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა.