18 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
ხმაური ქუთაისში - მოვაჭრეთა ნაწილი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებს

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში გარევაჭრობა აიკრძალა. სანაცვლოდ, ქალაქის მერია გარემოვაჭრეებს ბაზრობებში შესვლასა და სამი თვის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლებას ჰპირდება.

მერიის შეთავაზება გარემოვაჭრეთა ნაწილმა მიიღო, ნაწილი კი პროტესტით იმუქრება.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის ხელისუფლების პოზიცია პრინციპულია.

მისივე თქმით, ცენტრალური ნაწილის შემდეგ, გარემოვაჭრეებისგან ქალაქის სხვა ნაწილები გათავისუფლდება.

დღის ამბები