"Georgian Airways" 25 მარტიდან 11 ახალი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღისა და საღამოს საათებში შესრულდება და რეისების სიხშირე მინიმუმ კვირაში ორი იქნება.
აქამდე, ავიაკომპანია პირდაპირი მიმართულებით ფრენებს მსოფლიოს 10 მიმართულებით ახორციელებდა, ახლა კი ეს რიცხვი 21-მდე გაიზრდება.
„სამი რეისი ემატება ბერლინზე, ორი რეისი იქნება კიოლნში, ასევე, ორი რეისი კვირაში პარიზში, ორი რეისი ბრიუსელში, ორი რეისი ბარსელონაში იქნება, ორი რეისი იქნება იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში, როგორც გვითხრეს ძალიან მიმზიდველია ის, რომ იტალიის შიგნით გადაადგილება იქნება ძალიან მარტივი,“ - განაცხადა ავიაკომპანია "Georgian Airways"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ გაიაშვილმა.