ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობა პარალიზებულია. არცერთი მოქალაქე კანონით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მიზნით შენობაში არ შეუშვეს.
„4 დღეა, ჩვენს კორპუსში სახურავი დაგვეწვა, ბინა დაიწვა, 4 დღეა, ვეხვეწებით, რომ რაღაც მაინც გადაგვიფარონ, მოვედით მაგისთვის, რომ იქნებ ყურადღება მოგვაქციონ და აქ თვითონ ერთი ამბავი აქვთ თანხების გულისთვის და ჩვენთვის ვის სცალია,“- განაცხადა ბორჯომის მცხოვრებმა.
ასევე წარმომადგენლობითი ორგანოში არ შეუშვეს არც საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები. შენობაში სამართალდამცველები იმყოფებიან.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ ოპოზიცია არ აპირებს, ხელი მოაწეროს ოქმს, რომლის მიხედვით, ბორჯომის მერიაში ხელფასები და საშტატო ერთეულები გაიზრდება.