მმართველი გუნდი ბორჯომში ვითარების ესკალაციას ოპოზიციას და ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ჩასვლას უკავშირებს.
განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა გაბუნიამ გააკეთა.
რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარემ ოპონენტები საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ საუბარი არ არის ბორჯომის მერიაში დასაქმებულების ხელფასები მატებაზე, არამედ უბრალოდ ხდება საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურების მოწესრიგება.
„ტყუილი გახლავთ ის, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ფრაქცია ბორჯომში ითხოვს ხელფასების გაზრდას. სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ფრაქცია ბორჯომის საკრებულოში ითხოვს, რომ რიგით საჯარო მოხელეებს, ტრანსპორტის მძღოლებს, პედაგოგებს , დამლაგებლებს, რომელთაც ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური ჯგუფების გაჯიუტების თუ დესტრუქციის გამო, სამი თვის განმავლობაში არ მიუღია ხელფასი. აი, ამ ადამიანებმა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ბორჯომელებს მიეწოდებოდეს მუნიციპალური სერვისები, სამი თვის შემდეგ, უხელფასოდ მუშაობის შემდეგ მიიღონ ხელფასები,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.