ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, საპატრიარქოში იმყოფებიან. შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, 21:00 საათზე დაიწყება.
უცნობია რა საკითხის განხილვა მოხდება შეხვედრაზე და სთხოვს თუ არა გარდაცვლილი ტატუნაშვილის ოჯახი ილია მეორეს ცხედრის გადმოსვენების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვას.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში 23 თებერვალს მოკლეს. თუმცა ამ დრომდე საქართველოს საპატრიარქოს განცხადება არ გაუვრცელებია.