18 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის - ბათუმის ნაგავსაყრელი ყველა საერთაშორისო სტანდარტს არღვევს

ბათუმის ნაგავსაყრელი ყველა საერთაშორისო სტანდარტს არღვევს. ნაგავსაყრელზე დღეში საშუალოდ რამდენიმე ასეული ტონა ნაგავი შეაქვთ, პოლიგონი პირუტყვების საძოვრადაა ქცეული.

ასეულობით ძროხა და ღორი ნარჩენებით იკვებება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ხორცპროდუქტები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არაა.

ბათუმის ნაგავსაყრელის მოსავლელად რა თანხა იხარჯება, უცნობია. პოლიგონის არც შემოღობილია და არც დაცვა ჰყავს.

2015 წელს ბათუმის მერიამ, მხოლოდ ბულვარის ტერიტორიაზე, სეპარირებული ურნების დასადგმელად 121 ათასი ლარი დახარჯა. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ურნების მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლებულად დადგეს. ბათუმში არც ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანაა. ამის გამო, უზარმაზარ პოლიგონზე ერთად იყრება პლასტიკატის, პოლიეთილენის, ქაღალდის და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

უსიამოვნო სუნისა და ანტისანიტარიის გარდა, გადაუმუშავებელი ნარჩენები მიწით იფარება და დაშლას ნიადაგში აგრძელებს, რაც ჰაერში სხვადასხვა მავნე აირს წარმოქმნის. ეს კი, ერთნაირადაა სახიფათო ადამიანების ჯანმრთელობისა და ეკოლოგიისთვის.

ავტორები: თეა ვაშალომიძე, ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები