გია ბუღაძის ახალი და განსხვავებული პროექტი - 35 ტილო, რომელიც ბიბლიურ სცენებს ასახავს, პირველად 6 მარტს გამოიფინება. ნამუშევრებს კიდევ უფრო მეტ იდუმალებას ის ტექნიკა ანიჭებს, რითაც გია ბუღაძემ ახალი პროექტი შექმნა. 35-ე ნამუშევრის შექმნის იდეა, ერთი კვირის წინ გაჩნდა.
ტილოზე მუშაობის ბოლო ეტაპი, ბადეების დამაგრებაა. ახალი პროექტის ყველა ტილო ბიბლიურ სცენებს ასახავს, თუმცა სანამ მათ ხატვას დაიწყებდა, სათაური შეარჩია. ”ოლიმი” ლათინურად - ოდესღაც.
საკუთარი ინტერპრეტაციით სახარებიდან სცენების გაცოცხლება ერთი წლის წინ დაიწყო და თავდაპირველად ინსტალაციის გაკეთება გადაწყვიტა.
საბოლოოდ კი ათობით გამოყენებული საღებავისა და სასურველი ტონალობის მიღების შემდეგ 35 ტილო შექმნა. მათგან 14 ნამუშევარი, რომელიც ეროვნული გალერეის ერთ დარბაზში გამოიფინება, წამების სცენას ასახავს.