18 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
შენობიდან ჩამოვარდნილმა ვიტრაჟმა 14 წლის მოზარდის იმსხვერპლა - საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა

უბედურ შემთხვევას თბილისში 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად ხარისხიანად იყო დამაგრებული სახელმწიფო ელექტრო სისტემის შენობაზე მინის ვიტრაჟი.

ასლან მამედოვი მშობლიურ სოფელში ტრადიციის ყველა წესის დაცვით დღეს დაკრძალეს. უბედური შემთხვევა კი გუშინ თბილისში მოხდა. თავდაპირველად კინოში წასვლა ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, მოგვიანებით, მარშრუტი შეცვალეს და შეგროვებული ფულით „მაკდონალდში“ შევიდნენ.

გაჩერებაზე, ენერგო სისტემის შენობიდან გადმოვარდნილი ვიტრაჟის დაცემისას 6 მეშვიდე კლასელი მძიმედ დაშავდა, ასლან მამედოვი კი მძიმე დაზიანებებით, ოპერაციამდე გარდაიცვალა.

დაშავებული მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს. 5 მათგანს სხეულის მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აქვთ. ამ დრომდე სამი მოსწავლე აგრძელებს მკურნალობას. მედიკოსების დაკვირვების შემდეგ ისინი საავადმყოფოს, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებენ.

უბედურის შემთხვევის გამო საგამოძიებო მოქმედებები მეორე დღეა მიმდინარეობს. სამართალდამცავები სახელმწიფო ელექტროს სისტემის შენობაში მუშაობენ და თანამშრომლებს კითხავენ.

საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა. შენობის ფასადს რეაბილიტაცია ბოლოს 2008 წელს ჩაუტარდა, სწორედ მაშინ შემინეს ძველი შენობა ბარათაშვილის ქუჩაზე.

10 წლის შემდეგ უნდა დადგინდეს აქვს თუ შენობას შენობის ფასადს ისეთი დაზიანებები, რომელიც მსგავსი ტრაგიკული შემთხვევის შესაძლებლობას ისევ დაუშვებს.

დღის ამბები