არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მოითხოვეს
ქართველმა სტუდენტებმა ლონდონში.
ისინი რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
ოკუპანტური რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარი დამოკიდებულება შეკრებილებმა, დუმილით გამოხატეს.
აქცია გაიმართა ირლანდიაშიც. საქართველოს მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც რუსეთის დიპლომატიურ უწყებასთან შეიკრიბნენ.
მოთხოვნათა შორის იყო ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლების მიცემა.