სამოქალაქო სექტორი ბორჯომის საკრებულოსთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ფიზიკური დაპირისპირების ნაცვლად მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ და საერთო ენა გამონახონ.
მესამე სექტორი ადგილზე სამართალდამცავებისა და სპეცრაზმის მობილიზებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ფიზიკურ დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს პროცესი საკრებულოში და უნდა იყოს მაქსიმალურად საქმიანი დისკუსია და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა ამ შემთხვევაში. მეორეს მხრივ, ცხადია არ არის მიზანშეწონილი არაპროპორციული და დიდი რაოდენობის სამართალდამცველების მობილიზება,“-განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
მათივე თქმით, აუცილებელია რომ მიმდინარე პროცესში ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ ჩაერიონ.