18 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
მუქარა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე - ირაკლი გოგია საგამოძიებო უწყებების მხრიდან გამოხმაურებას ელოდება 

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის საჯარო განცხადებას მუქარის შესახებ ამ დრომდე არ მოყოლია გამოხმაურება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.

ირაკლი გოგია შესაბამისი უწყებების მხრიდან რიაგირებას ელოდება და მზად არის მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. 

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მტკიცებით, მას ქართულ-აფხაზური პროექტების შეწყვეტას სთხოვენ; შესაბამისი მუქარის გზავნილები მან მობილურ ტელეფონზე მიიღო.

ახმეტელის თეატრი ქართველი და აფხაზი მსახიობების მონაწილეობით რამდენიმე პროექტს ახორციელებს - და გოგია ზეწოლას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.

„ველოდები გამოხმაურებას ოფიციალურს. რა თქმა უნდა მე თვითონ მივაწვდი ინფორმაციას, იმიტომ რომ ასეთი პატარ-პატარა ჯიკებები დაიწყო წელიწადნახევრის წინ. მე მარტო არ ვარ, მთელი გუნდი აკეთებს ამ ყველაფერს და ვიღაცის ინტერესები გადაიკვეთა, არ შეიძლება თურმე ქართველი და აფხაზი რაღაც თემაზე შეთანხმდნენ,“-აცხადებს ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია.

ამავე თემაზე
დღის ამბები