ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით დაშავებულ მოსწავლეებს სამართალდამცველები, სავარაუდოდ დღეს გამოკითხავენ.
დღესვე "ამტელ ჰოსპიტალში" მოთავსებული სამი მოზარდიდან ორს სახლში გაწერენ. მათ თავის არეში ჭრილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდათ.
რაც შეეხებათ ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებულ ორ მოზარდს - ექიმებმა მათ სახლში წასვლის ნებართვა დღის ბოლოს მისცეს.
ორბელიანის მოედანზე მდებარე ელექტროსისტემის შენობიდან გადმოვარდნილი შუშა - ორი დღის წინ - ექვს მოზარდს დაეცა ერთი მათგანი კლინიკაში დაიღუპა.