მიწა-კლდის მასის ჩამოწოლის გამო სამეგრელო ზემო სვანეთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 33-ე კმ. მონაკვეთზე დიდი ოდენობით მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც გზაზე შეფერხდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე.
,,რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო არის აკრძალული მისაბმელიანი ე.წ ტრაილერების გადაადგილება გუდაური-კობის მონაკვეთზე, უმოკლეს დროში იქნება ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ზუგდიდი ხაიშის მონაკვეთს, მან არის ჩამოშლილი დიდი ოდენობით მიწა-კლდის ზვავი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,
ველოდებით დღის განმავლობაში მოძრაობის აღდგენას“- აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტექნიკური მდივანი ნუგზარ გასვიანი.