"აგარა იბრძვის არსებობისთვის", "აამუშავე აგარა"-ამ ტრანსპარანტებით აგარის შაქრის მწარმოებელ ქარხანაში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, აგარის შაქრის ქარხანა კი უკვე 6 თვეა დახურულია, ხოლო ბაზარზე არსებული "აგარის შაქარი" ფალსიფიცირებულია. ისინი პრემიერთან შეხვედრას და მთავრობისგან გადაუდებელ რეაგირებას ითხოვენ.
,,500 ადამიანი რჩება ულუკმაპუროდ. უკვე მესამე აქციაა, რამდენჯერმე ვცადეთ კანონით საუბარი, მაგრამ დრო უნდა. ამ დროში ეს ხალხი უკიდურეს მდგომარეობაში ვარდება არის ოჯახები, სადაც პური არ არის,“-ამბობს აქციის მონაწილე ზაზა ალბორიშვილი.