ოზურგეთში მეეზოვეები გაიფიცნენ. დასუფთავების სერვისცენტრის თანამშრომლები ქალაქის ცენტრში სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ.
მათი თქმით, უკვე მეორე თვეა რაც ხელფასი არ მიუღიათ. მეეზოვეები პრობლემების დროულად მოგვარებას მოითხოვენ. ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელობა ხელფასების გაცემის შეფერხებას მუნიციპალიტეტში მიმდინარე აიპების გაერთიანების პროცესს უკავშირებს.