პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირველ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლება. დოკუმენტის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი.
ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი. პირადობის უფასოდ აღებას შეძლებენ მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები.
ასევე, პირადობას აიღებენ ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს. აქცია პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.