18 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
სარეკლამო ბაზარი 11% შემცირდა - ინტერმედია მარეგულირებელს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

კომპანია "ინტერმედია," კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, - განცხადება კომპანიის წარმომადგენლებმა, საგანგებო პრეს-კონფერენციაზე გააკეთეს.

"ინტერმედიაში" აცხადებენ, რომ მარეგულირებელმა კომისიამ, სარეკლამო შემოსავლები არასწორი მეთოდოლოგიით დათვალა და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია წარუდგინა. მათი თქმით, ასევე არასწორია კომისიის თავმჯდომარის განცხადება, თითქოს გასულ წელს ტელევიზიებში სარეკლამო შემოსავალი არ შემცირებულა.

"მეთოდოლოგიური უზუსტობა იყო ის, რომ ერთის მხრივ მარეგულირებელმა დათვალა დამკვეთის მიერ დახარჯული სარეკლამო დანახარჯების ოდენობა და  მეორეს მხრივ დათვალა წინა წლებში ტელევიზიებში შესული ფული, რაც არის უზუსტობა.

"ამასთანავე გაუგებარია ვინ არიან ეს დამკვეთები, რა პორცია აქვთ მათ სარეკლამო ბაზარზე, მათი სიდიდე და იმისთვის, რომ მეთოდოლოგია იყოს სწორი მაშინ ყველა დამკვეთის სარეკლამო დანახარჯები უნდა გაანალიზდეს, მოხდეს მათი გადანაწილება, მათი ბიუჯეტების გადანაწილება სხვადასხვა არხებზე სხვადასხვა მედიებზე“- აცხადებს შპს ”ინტერმედიას” აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ გუმბარიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რაშიც ინტერმედია არ ეთანხმება მარეგულირებელ კომისიის ინფორმაციას, ეს არის სარეკლამო შემოსავლები. გასულ კვირას მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები შემცირებული არ არის. ინტერმედიას ინფორმაციით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 11%  არის შემცირებული, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის არსებობით.

"რაც შეეხება მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ბუნებრივია, ამან მოახდინა გავლენა ბაზარზე განსაკუთრებით მტკივნეული იყო სასპონსორო რეგულაციის ნაწილი“- განაცხადა გუმბარიძემ.

დღის ამბები