18 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ფოთელი აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ

ფოთში აბიტურიენტებმა საგამოცდო ცენტრის გაუქმება გააპროტესტეს. მე-12 კლასის მოსწავლეები დღეს ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი მოუწოდებენ სამინისტროს დარჩეს ფოთში საგამოცდო ცენტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

ფოთის საგამოცდო ცენტრში ყოველწლიურად ათას 500-მდე აპლიკანტი იყო რეგისტირებული. პარალელურად ამ თემაზე ბრიფინგი ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ გამართა.

დღის ამბები