18 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
ფაროსანამ გაიღვიძა - სამეგრელოსა და იმერეთის რამდენიმე სოფელში მწერმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

ფაროსანამ გაიღვიძა - სამეგრელოსა და იმერეთის რამდენიმე სოფელში მწერმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. სამეგრელოში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც დათბა, სახლებში მავნებელს სულ უფრო ხშირად პოულობენ.

ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ მთავრობა ზომებს დროულად არ მიიღებს, წელსაც მოსავლის გარეშე დარჩებიან.

ფაროსანა გამოჩნდა უკვე იმერეთშიც. ადგილობრივები დახმარებას ამ შემთხვევაშიც მთავრობას სთხოვენ, თუმცა, მათთან ჯერ არავინ მისულა.

აზიური ფაროსანას გამოჩენას შიშით ელოდებიან აღმოსავლეთ საქართველოშიც.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მავნებელთან ბრძოლის გრაფიკზე საუბრობენ. სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ მოქმედებას, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ.

უწყებაში აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის კულტურის ასამაღლებლად კი ვიდეო გაკვეთილების ჩატარებას გეგმავენ.

მთავრობის პოზიციას ფაროსანასთან დაკავშირებით აკრიტიკებს ოპოზიცია. ისინი მიიჩნევენ, რომ ქმედითი ნაბიჯები მავნებელ მწერთან საბრძოლველად არც შარშან გადადგმულა და წელსაც ხელისუფლება საკმარისი ღონისძიებების გატარებას აგვიანებს.

აზიური ფაროსანა საქართველოს გასულ წელს მოედო. მავნებელმა მწერმა თითქმის მთლიანად გაანადგურა დასავლეთ საქართველოს მოსავალი და დედაქალაქამდეც მოაღწია. 

დღის ამბები