18 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
პირველადი ჯანდაცვის პროგრამა აკაკი ზოიძესა და სერგეენკოს უწყებას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა

პირველად ჯანდაცვის პროგრამა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო და სამთავრობო გუნდს შორის დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის პროგრამა ჩავარდა. აკაკი ზოიძეს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა არ მოსწონს. ზოიძის ეს განცხადება სრული მოულოდნელობა იყო ჯანდაცვის მინისტრისთვის.

„კურიერმა“ გაარკვია, რომ პირველადი ჯანდაცვის პროექტთან შენიშვნები აქვთ ექიმებსაც, რადგან ხშირად გადაუდებელი დახმარების მქონე პაციენტებისთვის დაფინანსების გამოყოფა დროულად არ ხდება.

ონკოლოგი სოსო მელიქიძე ამბობს, რომ დღეს მთავარი ხარვეზი არასწორი პროგრამული გადანაწილებაა, რის გამოც ხშირად შემთხვევაში დაფინანსების გარეშე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები რჩებიან.

ათასობით პაციენტს, რომელსაც სახელმწიფო ოპერაციას უფინანსებს, მდგომარეობა უკვე პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ უმძიმდება, რადგან მკურნალობისთვის საჭირო დაფინანსებას ვეღარ შოულობს.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ რომ შესაძლოა, პირველადი ჯანდაცვის პრობლემები ისე გამწვავდეს, რომ საბიუჯეტო თანხების მნიშვნელოვანი პრობლემა შექმნას, რამაც შესაძლოა, პაციენტები დაფინანსების გარეშე დარჩენა გამოიწვიოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები