18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა თბილისის უბნებში საგზაო მოძრაობის მონიტორინგი შარტავას ქუჩიდან დაიწყეს

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა თბილისის უბნებში საგზაო მოძრაობის მონიტორინგი შარტავას ქუჩიდან დაიწყეს.

სპეციალურად შექმნილი ჯგუფი დღეს თბილისის 10-ვე უბანში მივა და ნახავს მდგომარეობას, სად რა არის დაზიანებული და რა არის გამოსასწორებელი.

დღის ბოლოს მონაცემები შეიკრიბება და შექმნილი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ყველა პრობლემა, რაც საგზაო მოძრაობას შეეხება.

„შეიქმნა ეკიპაჟები, რომლებშიც მიიღებენ მონაწილეობას საკრებულოს წევრები, მოხდება იდენტიფიცირება პრობლემების, რომლებიც დაკავშირებულია მოძრაობის ორგანიზებასთან, როგორც ავტომობილების გადაადგილებასთან, ისე ქვეითის გადაადგილებასთან,“ - განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძე.

დღის ამბები