სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობა დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა 3 დღის წინ ისევ განახლდა.
ადგილობრივებმა მერიის არქიტექტურულ სამსახურს განცხადებით, რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილდა.
აქციის მონაწილეები კახა კალაძისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.
„ნარმანიას დროს გაჩერებული მშენებლობა კალაძის მერობის დროს გაგრძელდა. მასთან, არქიტექტურის სამსახურთან შეხვედრაზე ჩვენ უამრავი განცხადება დავწერეთ. გავაგზავნეთ ფოტომასალა, მაგრამ რეაგირება არის ნული. მერია, ფაქტობრივად, ერთგვარი ციხე-სიმაგრეა, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუწვდომელი,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ლადო ბარათელმა.