ნინო ჟვანიას ქუჩის 88 ნომერში მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, ადგილობრივები აპროტესტებენ. მოსახლეობა თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მიმდინარე სამუშაოები შეჩერდეს.
ადგილობრივების თქმით, ტერიტორია ძლიერ ქანებზე დგას და მთის ფერდობს ჩამოშლის საფრთხე ემუქრება.
ჟვანიას ქუჩის მოსახლეობა მიმდინარე მშენებლობას ვანდალიზმს უწოდებს.
აქციას თბილისის მერიც გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ტერიტორია სპეციალისტებმა შეისწავლეს და სამუშაოები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.