სახელმწიფო ელექტროსისტემა იმ შენობის ფასადის გამაგრებით სამუშაოებს ატარებს, საიდან ჩამოვარდნილმა შუშამაც 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება.
ელექტროსისტემის წარმომადგენელთა ინფორმაციით, შენობის ფასადზე მუშები შუშის ვიტრაჟს დამატებით სამაგრებს უკეთებენ.
ჯერჯერობით, უცნობია, ექსპერტიზის დასკვნა, რატომ ჩამოვარდა შუშა, რომელმაც ბავშვი იმსხვერპლა.