ხანზარი თბილისში - ისნის მეტროსთან ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 30 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. სულ დამწვარია დაახლოებით 3000 კვმ. ამ დროისთვის ადგილზე რჩება ცეცხლის მცირე კერები. მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
„დაიწვა დაახლოებით 2000-3000 კვმ-მდე სასაწყობო შენობა , სადაც მდებარეობდა ხის მასალა. დაიწვა მთლიანად. დაშავებული არ გვყავს. ლოკალიზაცია გვაქვს უკვე. მიზეზებს გამოძიება დაადგენს,“-განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ცეცხლი საწყობში ძალიან სწრაფად გავრცელდა.
„მორბოდა ქალი ხანძარიაო. გამოვიქეცი დაცვაში და შევატყობინე. 5 წუთი არ იყო გასული და მოედო და მოედო,“-აცხადებეს ერთ-ერთი თვითმხილველი.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მას შემდეგ რაც დარჩენილი მცირე კერების ქრობას დაასრულებს სახანძრო სამსახური ადგილზე ექსპერტები შევლენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.