ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. მიმდინარეობს გზის საფარის დაგება. ასევე დაგეგმილია, სტადიონების, განათების და დასასვენებელი ადგილების მოწყობა. თბილისის მერის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაზაფხულიდან კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.
„მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა აქ ვაპირებთ სპორტული მოედნის განახლებას. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და გაზაფხულიდან კიდევ უფრო მასშტაბური იქნება,"-განაცხადა კახა კალაძემ.